დავით წინწალაშვილი – „სპეცრაზმელებმა შს მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის თანდასწრებით მცემეს“

დავით წინწალაშვილი - „სპეცრაზმელებმა შს მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის თანდასწრებით მცემეს“პანკისში მცხოვრები დავით წინწალაშვილი აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ის ცდილობდა დაპირისპირებული მხარეები შეეჩერებინა, რეზინის ტყვია მოხვდა თვალში. ამის შემდეგ, შს მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის თანდასწრებით, მას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინწალაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამკურნალოდ გადაიყვანა.

საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ სამართალდამცველები დაკავებულ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ საქმეს სამართლებლივი მსვლელობა მიეცემა.შსს-ს მონაცემებით, დაპირისპირებისას 27 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 15 პოლიციელი.