ეკა ბესელია კობახიძეს – ხომ არ შეგეშინდა?

ეკა ბესელია კობახიძეს - ხომ არ შეგეშინდა?ხომ არ შეგეშინდა? – ასე მიმართა უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ„შენობით მიმართვის“ გამო, მას მიკროფონი გამოურთო.

მას შემდეგ, რაც ბესელიას, პარლამენტის თავმჯდომარის მითითების შედეგად მიკროფონი გაეთიშა, ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა.

„ხომ არ შეგეშინდა“,- მიმართა ბესელიამ კობახიძეს, რაზეც თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „შიში თქვენსკენ მოიკითხეთ“.

ამასთან, კობახიძემ მანდატურის სამსახურს სთხოვა, მიემართათ ეკა ბესელიასთვის, რომ დაიცვას ეთიკა.

შეგახსენებთ, ბესელია პლენარულ სხდომაზე კობახიძისთვის აპირებდა ეკითხა, როდის მოხდებოდა ბიუროს სხდომის დღის წესრიგში მისი და რამდენიმე დეპუტატის მიერ, მოსამართლეების საკითხზე მომზადებული კანონპროექტის შეტანა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, ბესელიას მიკროფონი გამოურთო და განმარტა, რომ „პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართონ, ბესელიას კი სიტყვას მას შემდეგ მისცემს, რაც შეცდომას გამოასწორებს“.