”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდა

”ხინკლის სახლს” რუსთაველზე ცეცხლი გაუჩნდარუსთაველის გამზირზე, რესტორან „ხინკლის სახლს“ ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 20 კვმ ფართობზე, სამზარეულოში გაჩნდა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, რომლებიც ცეცხლის ლიკვიდირების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობიდან სრულად ევაკუირებული იქნენ როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება ერთი სახანძრო ბრიგადა.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.