ხობში მერსედესი ჰონდას შეეჯახა – ჰონდას მძღოლი დაიღუპა

ხობში მერსედესი ჰონდას შეეჯახა - ჰონდას მძღოლი დაიღუპახობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ, შედეგად „ჰონდას“ ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

„შემთხვევის ადგილზე მისულებს ერთი მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა. მეორე მძღოლს კი დახმარება ადგილზე გაეწია. სტაციონარში მისი გადაყვანა არ გახდა საჭირო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.