რეალი ბეილში 130 მილიონ ევროს ითხოვს

რეალი ბეილში 130 მილიონ ევროს ითხოვსმადრიდის რეალი მზად არის თავისი უელსელი ვარსკვლავი გარეტ ბეილი გაყიდოს, მაგრამ მადრიდელები დიდ თანხას ითხოვენ. თავის დროზე რეალმა ბეილში 100 მილიონი გადაიხადა და 130 მილიონზე ნაკლებად მის გაშვებას არ აპირებს.

ბეილის რეალიდან წასვლაზე დიდიხანია საუბრობენ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მას აშკარად არ მისდის თამაში და ხშირად აკრიტიკებენ. სავარაუდოდ ბეილი ინგლისში დაბრუნდება, სადაც მის მიმართ ინტერესს რამდენიმე გუნდი იჩენს, ყველაზე მეტად კი მანჩესტერ იუნაიტედი აქტიურობს.