ზიდანი: ”გარეტ ბეილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”

ზიდანი: ”გარეტ ბეილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა და თქვა, რომ მასთან არავითარი კონფლიქტი არა აქვს. გარდა ამისა, ზიდანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბეილი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა:

”ბეილთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი კონფლიქტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ბეილი ძლიერი ფეხბურთელია და ჩვენ ის მომავალშიც გამოგვადგება”.