ზუგდიდში ნაციონალები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს – ვიდეო

ზუგდიდში ნაციონალები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს - ვიდეოსამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი პატარაია და ანი წითლიძე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“პარტიაში დაუდასტურეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში აცხადებენ, პატარია და წითლიძე, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ.

https://www.facebook.com/rustavi2/videos/430418034199238/