ბერძენ მამაკაცს ორსულობა დაუდგინეს

დიახ, ეს საბერძნეთში მოხდა… სულ რამდენიმე დღის წინ. მამაკაცი, რომელიც ბერძნულ მედიას დაუკავშირდა, მოჰყვა, თუ როგორ მივიდა ირაკლიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ანალიზის პასუხების მოლოდინში იყო, როდესაც ექიმმა შედეგების ფურცლის საშუალებით, “სასიხარულო” სიახლის შესახებ შეატყობინა. როგორც მამაკაცს განუცხადეს, მისი ანალიზის შედეგები იდეალური იყო, მას ფეხმძიმობა დაუდგინდა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

“სისხლის ანალიზისთვის მივედი და ფეხმძიმედ აღმოვჩნდი?! ეს ასე ხდება?!” – ამბობს მამაკაცი, რომელიც არც საკუთარ თვალებს და არც საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.

რა თქმა უნდა, ანალიზის პასუხები შეცდომით გადასცეს პაციენტებს და ის რეალურად ქალს ეკუთვნოდა, თუმცა, ექიმს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია და მამაკაცს “ფეხმძიმობის” შესახებ აცნობა.

გეორგიანს გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019