დე ხეას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს

დე ხეას მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურსმანჩესტერ იუნაიტედის ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას გუნდიდან წასვლა სურს და ამის გამო ის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. დე ხეას რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და შესაძლოა ის ესპანეთშიც დაბრუნდეს, თუმცა ყველაზე რეალური ვარიანტი პსჟ-ში გადასვლაა, რომელიც მზად არის დე ხეას ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ეს ტრანსფერი ადრეც აქტიურად განიხილებოდა, მაგრამ მაშინ დე ხეამ მანჩესტერში დარჩენა ამჯობინა. ამჟამად როგორც ჩანს მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.