გორში მაღაზია “ფაუნა” გაძარცვეს

გორში მაღაზია “ფაუნა” გაძარცვესგორში მაღაზია “ფაუნა” გაძარცვეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

მაღაზიიდან წაღებულია სასტარტო იარაღი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 178 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.