გორში მაღაზია “ფაუნა” გაძარცვეს

გორში მაღაზია “ფაუნა” გაძარცვეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

მაღაზიიდან წაღებულია სასტარტო იარაღი.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ 178 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.