იყალთოში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი გელა გერმანიშვილი მოკლეს – პოლიცია მის მეზობელს ეძებს

იყალთოში ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი გელა გერმანიშვილი მოკლეს - პოლიცია მის მეზობელს ეძებსმკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის გელა გერმანიშვილი მოკლეს.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გერმანიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა. მასთან მისივე თანასოფლელი და მეზობელი მივიდა, იარაღი ესროლა და მიიმალა. გასროლას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

რა გახდა ურთიერთდაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

მამაკაცი, რომელიც  ბენზინგასამართ სადგურზე ოპერატორად მუშაობდა, თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

რუსთავი 2