კახათში მანქანა სახლში შევარდა – დაშავდა 7 მოზარდი, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ

სოფელ კახათში ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 მოზარდი დაშავდა, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. მათგან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 5 ახალგაზრდა შეიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური. მისივე თქმით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ.

კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019