კასილიასმა შესაძლოა კარიერა არ დაასრულოს

ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილიასმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დაასრულოს. კასილიასმა რამდენიმე კვირის წინ მცირე ინფაქტი გადაიტანა, მაგრამ მისი თქმით ის ახლა სრულიად ჯანმრთელია და შესაძლოა კიდევ შეძლოს მოედანზე გამოსვლა. კასილიასის თქმით, მას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია:

”ექიმთან ვიყავი, რომელმაც მითხრა რომ ჯანმრთელიო ვარ, ამიტომ კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. ეს დღე აუცილებლად დადგება, მაგრამ ჯერჯერობით მინდა, რომ მოედანზე გამოვიდე და ფეხბურთისგან სიამოვნება მივიღო”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019