კოკორინს და მამაევს ვერდიქტი გამოუტანეს

კოკორინს და მამაევს ვერდიქტი გამოუტანესალექსანდრ კოკორინს და პაველ მამაევს მოსკოვის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ორივე ფეხბურთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და ადამიანის სხეულისთვის ზიანის მიყენებაში. კოკორინი და მამაევი ციხეში წელიწადნახევარს გაატარებენ და 2020 წლის ბოლოს განთავისუფლდებიან. შესაძლებელია აპელაციაც, მაგრამ სასამართლო სავარაუდოდ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

შეგახსენებთ რომ 2018 წლის 8 ოქტომბერს მამაევი და კოკორინი ამ უკანასკნელის უმცროს ძმასთან ერთად ჩინოვნიკ დენის პაკს ერთ-ერთ კაფეში თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამის გარდა მათ ტელეკომპანია ოერტეს წამყვანის პირადი მძღოლიც ცემეს. დენის პაკმა განაცხადა რომ ის ამ განაჩენით კმაყოფილია და ფეხბურთელებმა სათანადო სასჯელი მიიღეს.