ლარი ისევ დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2.7384 ლარია. 1 ევროს ღირებულება კი 3.0665 ლარად განისაზღვრა.
ახალი კურსი ძალაში ხვალიდან შევა, თუმცა სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება უკვე 2.74 ლარია.
გაცილებით მაღალია დოლარის კურსი კომერციულ ბანკებში. საქართველოს ბანკი 1 აშშ დოლარს 2.77 ლარად ყიდის, მაშინ როდესაც დოლარის ღირებულება გუშინ 2.73 თეთრს შეადგენდა.