მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი 30 მაისს გამოცხადდება

მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი 30 მაისს გამოცხადდებაქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე დასკვნითი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს.

პროკურორმა იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლებმაც, მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. პროკურორ ვალერი კუჭუხიძის განცხადებით, მთავარი არგუმენტია ის, რომ პირველად დაკითხვაზე ღია ფერის ავტომობილზე პოლიციას ჩვენება არავინ მისცა. მისი თქმით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული.

ბრალდების მხარის არგუმენტებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ნუგზარ კვინიკაძის განცხადებით, არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ მორაგბის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობდა ღია ფერის ავტომობილი.

პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა. პროცესს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ესწრებოდა. 30 მაისს საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

საქმე ეხება ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.