მთაწმინდა – კახაძე 41%, შავგულიძე 36,83% – იქნება მეორე ტური

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6.036 ხმა. „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5.422 ხმაა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.

მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი – 6,55%, კობა დავითაშვილი – 2,91%, სოფიო ხორგუანი – 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019