საბერძნეთში მოკლულ ქართველ ქალს ყელში დაზიანებები აქვს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გარდაცვლილი 29 წლის ახალგაზრდა ქალია.

მისი ცხედარი ქალაქ კალითეაში, საკუთარი სახლის საძინებელში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს ძალადობის კვალი აღენშნება. მას დაზიანებები ყელის არეში აქვს მიყენებული. ჰყავს თუ არა პოლიციას ეჭვმიტანილი – გამოძიების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულო. გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდის ცხედარს საქართველოში გამოასვენებენ.

მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019