შერემეტიევოში ხალხი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ტრაპებიდან ხტებოდა – 26 ადამიანი დაშავდა

შერემეტიევოში ხალხი ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან ტრაპებიდან ხტებოდა - 26 ადამიანი დაშავდაშერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავის დაწვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა.

ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა.

გასაბერი ტრაპების მეშვეობით 73 მგზავრის და ეკიპაჟის ევაკუირება მოხდა.

ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა, – წერს რუსეთის მედია.

ავარიული დაჯდომის დროს 26 ადამიანი დაშავდა.