ტელეიმედის დირექტორი კალანდარიშვილი მოხსნეს – მის ნაცვლად ელდარ მდინარაძე დაინიშნა

რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მის ნაცვლად ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელიც ტელეკომპანიაში უკვე მივიდა.

„2020NEWS“-ის ინფორმაციით, ელდარ მდინარაძე თანამშრომლებს შეხვდა.

ელდარ მდინარაძე 1990-2000- წლებში ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია მე- 9 არხის დირექტორი იყო.

2008 წლამდე ის ტელეკომპანია “მზეში” ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა. ცნობისათვის, ელდარ მდინარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ახლო მეგობარია.

ის ასევე არის პარლამენტის წევრის ირაკლი ტრიპოლსკის და მცხეთა მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის მეგობარი. მდინარაძე, ტრიპოლსკი და ყიფიანი ივანიშვილის მე 9-ე არხზე ერთად მუშაობდნენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019