აფეთქება რუსულ ტანკერზე – 3 მეზღვაური დაიღუპა

აფეთქება რუსულ ტანკერზე – ინციდენტს სამი მეზღვაური ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა მახაჩყალის პორტში ნავთობის გადმოტვირთვის დროს მოხდა. სამივე მეზღვაური ადგილზე დაიღუპა. დაშავდა ამდენივე ადამიანი. ისინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.

მაშველები კიდევ ერთ დაკარგულ მეზღვაურს ეძებენ. გავრცელებული ცნობით, ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის გამო პორტი დროებით დაიხურა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019