იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდაიაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო უკვე მილიონ 94 ათასი კაცის სასწრაფო ევაკუაციას ახდენს. ეს საშიშროება კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია.

სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, მიაძაკის და კაგოსიმას პრეფექტურებში ევაკუაცია ეხება 517,7 ათას საცხოვრებელ სახლს, რომლებსაც დანგრევა ან დატბორვა ემუქრება. ხალხის ევაკუაცია ხდება სპორტულ დარბაზებსა და უსაფრთხო ადგილებში მდგარ სხვა დიდ შენობებში, რათა ხალხმა იქ გაათიოს ღამე.

წვიმა არსებული პროგნოზით, ხვალ გაძლიერდება. მეტეოროლოგების ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში ამ რაიონებში შეიძლება ნალექის ერთი თვის ნორმა მოვიდეს.

შარშან, ასევე ივლისში, წყალდიდობამ და მეწყერმა 200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ჰიროსიმას, ეჰიმეს და ოკაიამას პრეფექტურებში.

იპნ