ჯაბა ბოჯგუას დედა მიმართვას ავრცელებს

ჯაბა ბოჯგუას დედა მიმართვას ავრცელებსმომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა მანანა გვასალია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მომღერალი უკვე რამდენიმე წელია მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ოჯახს ფინანსურად უკიდურესად უჭირს:

“დედაჩემი ჩვენთვის ყველაფერი იყო, ფაქტობრივად მეც და ჯაბასაც ის გვაცოცხლებდა. … ახლა, ისე მიჭირს როგორც არასდროს…ასეთ დროს თქვენი ყველა სიტყვა თუ დახმარება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია…..

სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის, თანადგომისთვის და ყურადღებისთვის.

სააოცაროო ადამიანებო, მეგობრებო, მეზობლებო, ემიგრანტებო -მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით !!! გახარებული ჰყოლოდეთ მუდამ თქვენს შვილებს,მშობლებს და თქვენს ოჯახებს!

უფალმა დაგლოცოთ!!!”- წერს მანანა გვასალია.