ჯაბა ბოჯგუას დედა მიმართვას ავრცელებს

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა მანანა გვასალია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მომღერალი უკვე რამდენიმე წელია მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ოჯახს ფინანსურად უკიდურესად უჭირს:

“დედაჩემი ჩვენთვის ყველაფერი იყო, ფაქტობრივად მეც და ჯაბასაც ის გვაცოცხლებდა. … ახლა, ისე მიჭირს როგორც არასდროს…ასეთ დროს თქვენი ყველა სიტყვა თუ დახმარება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია…..

სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის, თანადგომისთვის და ყურადღებისთვის.

სააოცაროო ადამიანებო, მეგობრებო, მეზობლებო, ემიგრანტებო -მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით !!! გახარებული ჰყოლოდეთ მუდამ თქვენს შვილებს,მშობლებს და თქვენს ოჯახებს!

უფალმა დაგლოცოთ!!!”- წერს მანანა გვასალია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი