პრინც არჩის ნათლიების ვინაობა ცნობილია

პრინც არჩის ნათლიების ვინაობა ცნობილიაპრინც ჰარისა და მეგან მარკლს ბავშვს ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მონათლავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება.

ბავშვს დედის მხრიდან მეორე ნათლიაც ეყოლება. სერენა უილიამსის გარდა ეს პატივი წილად მეგანის მეგობარს, სტილისტ ჯესიკა მალრუნისაც ხვდა. მამის მხრიდან კი პრინც არჩის ჰარის მეგობრები მარკ დაიერი და მარკუს ანდერსონი მონათლავენ.

ნათლობის ცერემონია უინძორების სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პირველ შვილს სახელად არჩი დაარქვეს. ახალშობილის სრული სახელია არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლმა ლონდონში პორტლენდის საავადმყოფოში იმშობიარა. წყვილს ვაჟი 6 მაისს შეეძინა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ არჩი საზოგადოებას 8 მაისს გააცნეს.

იმედინიუსი