შვედეთის ჩრდილოეთით, ერთმოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 9ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს.
GA8 Airvan-ის მოდელის თვითმფრინავი ვესტერბოტენის რეგიონში ქალაქ უმეოსთან ახლოს ჩამოვარდა.
მის ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
იპნ