უცნობმა 20 ივნისის დარბევა გაამართლა – “მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია მოხვდებოდათ”

უცნობმა 20 ივნისის დარბევა გაამართლა - "მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია მოხვდებოდათ"“იქ რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იდგნენ, უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია შეიძლება მოხვდეთ” – ეს განცხადება მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობმა) თოქშოუ „რეაქციაში“ გააკეთა.

გაჩეჩილაძე, 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ ადგილზე ისეთი ქაოსი იყო, რომ „შესაძლოა ვიღაცას თავისიანის ნასროლი ქვაც მოხვედროდა“.

“26 მაისი ნამდვილად იყო დარბევა, 20 ივნისი კი არ ყოფილა დარბევა, 2 საათზე მეტ ხანს პოლიციელები იყვნენ მშიდად და იგერიებდნენ მომიტინგეებს, ეს არ იყო დარბევა, ამ დროის მერე, იქ რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იდგნენ, უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია შეიძლება მოხვდეს ყველას.

მათ რომ ტყვიები მოხვდათ, შეიძლება ქვა ჰქონოდათ მოხვედრილი, თავისივე მხარდამჭერის მიერ. დაზუსტებით არ ვამბობ, არავის მხარეს არ ვარ, მაგრამ, იქ ისეთი ქაოსი იყო, არაფერია გამორიცხული” – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ნიუპოსტი