კატეგორია: მსოფლიო

ფლორიდას მაიკლმა გადაუარა – 2 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

ფლორიდის სანაპიროს ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთმა უძლიერესმა შტორმმა “მაიკლმა” გადაუარა. მეოთხე კატეგორიის ქარიშხლის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევდა. სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ქარიშხლის გამო ფლორიდაში, ალაბამასა და ჯორჯიის შტატებში 500 ათასამდე ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. “მაიკლი” ამ დროისთვის უკვე შესუსტდა და ტროპიკულ შტორმად ჩამოყალიბდა. სტიქიის ზონაში სკოლები […]

აზერბაიჯანელმა ქალმა ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლეს მრავალმილიონიანი ქონების წარმომავლობის დადასტურებას სთხოვს. ზამირა ჰაჯიევა პირველია, ვის წინააღმდეგაც ლონდონმა ახალი ანტიკორუფციული კანონი აამოქმედა. ამის შესახებ 1tv.ge წერს. გამოძიების ინფორმაციით, ჰაჯიევამ ათი წლის განმავლობაში პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. მან ასევე შეიძინა ფეშენებელური სახლი და გოლფის მოედანი ბერკშირში, რაც ასევე სოლიდურ თანხად არის […]

გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ ჰეილიმ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვედრის დროს აცნობა. ტრამპმა ტვიტერზე ჰეილისთან შეხვედრის შესახებ დაწერა და მას მეგობარი უწოდა. რა გახდა პოსტიდან წასვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ნიკი ჰეილი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშვნამდე, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო.

უკრაინაში სამხედრო საწყობი აფეთქდა – ევაკუირებულია 10.000 ადამიანი

ძლიერი აფეთქება მოხდა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მიიღეს, მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა. დაშავებულებზე და დაღუპულებზე ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. […]

ბულგარეთში 30 წლის ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი დაახრჩვეს

30 წლის ვიქტორია მარინოვა ქალაქ რუსეში ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი თავში ჩაარტყეს და დაახრჩვეს. ცხედარი დუნაისთან ახლოს, მწვანე ზონაში იპოვეს. რამდენიმე მეტრის დაშორებით მოკლული ჟურნალისტის პირადი ნივთები ნახეს. შორიახლოს მისი კუთვნილი ავტომობილი ეყენა. ადგილობრივი კრიმინალისტების განცხადებით, მსგავსი სისასტიკით მკვლელობის ფაქტები არ ახსენდებათ. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მკვლელობა მარინოვას პროფესიულ საქმიანობას. ადგილობრივი ტელევიზიის დირექტორი ძირითადად კორუფციის […]

ჰაიტიზე მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ჰაიტიზე 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. პირველადი მონაცემებით დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-ს აღწევს. ამის შესახებ CNN წერს. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ პორ-დე-პედან 19 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები გამთენიისას დაფიქსირდა. იმედინიუსი

სენატმა ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის კანდიდატურას უზენაესი მოსამართლის პოსტზე მხარი დაუჭირა. ბრეტ კავანოს სენატის 50 წევრმა დაუჭირა მხარი, 48 კი წინააღმდეგი იყო. ბრეტ კავანოს უზენაესი მოსამართლის კანდიდატურაზე წარდგენის შემდეგ მას სამმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. საუბარია 1980-იან წლებში სტუდენტურ წვეულებაზე მომხდარ ამბავზე. კავანო ყველა ბრალდებას უარყოფს. სექტემბერში ის სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე გამოკითხვაზეც წარსდგა, რომელმაც […]

კვლევის თანახმად, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება, – ამის შესახებ ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგები მეტყველებს. ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 45%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში პუტინის რეიტინგი 67%-ს შეადგენდა. რაც შეეხება რუსეთის მმართველ პარტიას „ედინაია რასიას“, მისი ახლანდელი რეიტინგი (31%) 2007 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. აღსანიშნავია, […]

მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა

ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით მონსერატ კაბალიე ბარსელონაში ერთ-ერთ საავადმყოფოში სექტემბერში მოათავსეს, სწორედ ამს აავადმყოფოში გარდაიცვალა ლეგენდარული სოპრანო. მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გართულდა, მას ინულტის გადატანა მოუწია, რის გამოც ის მუდმივ მკურნალობას გადიოდა. ნიუპოსტი

საუდის არაბეთში ქალი პირველად დაინიშნა ბანკის მმართველად – ლუბნა ალ ოლაიანის ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია

ლუბნა ალ ოლაიანი პირველი ქალია საუდის არაბეთში, რომელიც ბანკს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ BBC წერს. ის ორი ბანკის, Saudi British Bank-სა და Alawwal Bank-ის გაერთიანების შემდეგ შექმნილ ახალ ბანკს მართავს. ბანკის კაპიტალი $17.2 მილიარდია. ლუბნა ოლაიანი  Forbes-ის მიერ   ბოლო რამდენიმე წელია, არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიან  ქალად სახელდება, მისი ოჯახის მფლობელობაშია „Olayan Group-ი“, რომლის  კაპიტალიც 8 მილიარდ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018