ნეთანიაჰუ – „ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს”

„ომი ისრაელის გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს” – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე, საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი საფასურის მიუხედავად, რომელსაც ომი ჩვენი დაღუპული შვილების სახით ჩვენგან მოითხოვს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.