ჭდე: ალაზანი

ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ალაზანი გადმოვიდა

მდინარე ალაზანში 56 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას. მდინარის გადალახვის მცდელობისას, ის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და ცხენთან ერთად წაიღო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს. ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვეს

ალაზანში 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი იპოვეს

ორდღიანი საძიებო სამუშაობის შემდეგ, მყვინთავებმა 20 წლის დავით ფრიდონაშვილის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვნეს. ფრიდონაშვილები წარმოშობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან. ოჯახი, წლების განმავლობაში, თბილისში ცხოვრობს. დავით ფრიდონაშვილი სოფელში ბიძასთან იმყოფებოდა სტუმრად და საბანაოდ მდინარე ალაზანზე, ჩალაუბანში მცხოვრებ მეგობართან ერთად წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და […]

ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

ალაზანში 14 წლის მოზარდი დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანში,სოფელ კოლაგში მცხოვრები 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით,ბიჭი მდინარზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ის სხვის დახმარებას ცდილობდა,თუმცა დინებამ წაიღო და დაიხრჩო. მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვამას გულისხმობს.

ადიდებული ალაზანი ლაგოდეხის გზაზე გადმოვიდა

ადიდებული ალაზანი ლაგოდეხის გზაზე გადმოვიდა

დატბორილ მუნიციპალიტეტებში კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე- მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ. ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც პოლიცია 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე მგზავრებს არ ატარებს. უსაფრთხოებას მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები […]

ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, მდინარე ალაზანში, 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კარდენახში მცხოვრები მამაკაცი ცურვისას შეუძლოდ გახდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.