ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ალაზანში 56 წლის მამაკაცი დაიხრჩომდინარე ალაზანში 56 წლის კაცი დაიხრჩო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა და მდინარეში ცხენით ცდილობდა გასვლას.

მდინარის გადალახვის მცდელობისას, ის ძლიერმა დინებამ გაიტაცა და ცხენთან ერთად წაიღო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულმა სამაშველო ჯგუფებმა თავდაპირველად ცხენს, შემდეგ კი მამაკაცის ცხედარსაც მიაგნეს.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.