ადიდებული ალაზანი ლაგოდეხის გზაზე გადმოვიდა

ადიდებული ალაზანი ლაგოდეხის გზაზე გადმოვიდადატბორილ მუნიციპალიტეტებში კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე- მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.

ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც პოლიცია 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე მგზავრებს არ ატარებს.

უსაფრთხოებას მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები. მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადავიდა და ახმეტის მიმდებარედ არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.