ჭდე: დენის დარტყმა

“მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა” – რუსთავში ელექტრიკოსს დენმა დაარტყა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა. 26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას”-ს თანამშრომელი იყო, რომელიც XVI მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში სხვა თანამშრომლებთან ერთად გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც  დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კომენტარისთვის “ინფო რუსთავი” კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დაუკავშირდა სადაც გაგვიცხადეს, […]

“2 ცხედარი დენის ხაზებზე დარჩა” – ქუთაისში 2 ადამიანი დენის დარტყმით დაიღუპა, მე-3 დაშავდა

"2 ცხედარი დენის ხაზებზე დარჩა" - ქუთაისში 2 ადამიანი დენის დარტყმით დაიღუპა, მე-3 დაშავდა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მათ მე-9 ჩიხში ელექტროგადამცემ ბოძებზე ხაზები გადაჰყავდათ, როდესაც დენმა დაარტყათ. ორი ცხედარი ელექტროგადამცემ ხაზებზე შერჩა, მესამე მუშა სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან. დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მას […]

თბილისში მარჯანიშვილზე კაფე “გრიკ პოინტში” მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

თბილისში მარჯანიშვილზე კაფე "გრიკ პოინტში" მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, Greek Point-ში, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ის ამ კაფეს თანამშრომელი იყო. ცხედარი შესაბამისმა სამსახურებმა პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ექსპერტი, რომელსაც გაზის სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

"გულის მუშაობა 10 წუთში აღვადგინეთ" - ამაშუკელზე გაზის სადგურზე ექსპერტს დენმა დაარტყა

ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ – კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა […]

“გულის მუშაობა 10 წუთში აღვადგინეთ” – ამაშუკელზე გაზის სადგურზე ექსპერტს დენმა დაარტყა

"გულის მუშაობა 10 წუთში აღვადგინეთ" - ამაშუკელზე გაზის სადგურზე ექსპერტს დენმა დაარტყა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა. დაშავებული მამაკაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მისი მდგომარეობა მძიმეა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე […]

ნიკა ქავთარაძეს დენმა დაარტყა – ”თან ვხუმრობდი მეორედ მოსვლაზე”

ნიკა ქავთარაძე - ”ეს კადრი ღამის 4 საათზეა გადაღებული ბაკურიანში”

ნიკა ქავთარაძეს დენმა დაარტყა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: ”რამდენიმე წუთის წინ, დაახლოებით 150 ადამიანის თვალწინ დამარტყა დენმა – ეს რა ყოფილა? თან ვხუმრობდი მეორედმოსვლაზე?”

თეთრიწყაროში მამაკაცს თევზაობისას დენმა დაარტყა და მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული, როდესაც შემთხვევა მოხდა. შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

ჭიათურაში მოზარდი აბაზანაში დენმა მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ჭიათურაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 11 აგვისტოს საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვს აბაზანაში დენმა დაარტყა. „სააბაზანოში წყლის გამაცხელებლიდან გადმოსულმა დენმა დაარტყა. რამდენიმე თვის წინ მისი კლასელი დაიღუპა“, -აცხადებენ ახლობლები. პრაიმ ტაიმი

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა – ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა - ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა იყო მძიმე. „112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება, სხეულის […]

რუსთავში 45 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

ქობულეთში მიკროავტობუსი 2 წლის ბავშვს დაეჯახა

რუსთავში, 45 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცი, მესხიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მას დენმა დაარტყა, რაც სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. “სასწრაფომ უკვე შემოიყვანა გვამი, შუახნის მამაკაცი, პაციენტს მიღებული აქვს ელექტროტრავმა, ელექტროშოკით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, სავარაუდოდ პაციენტი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შემოყვანილი იქნება ჩვენს კლინიკაში”, – განაცხადა “ინფო […]