“მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა” – რუსთავში ელექტრიკოსს დენმა დაარტყა

"მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა" - რუსთავში ელექტრიკოსს დენმა დაარტყარუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს დენმა დაარტყა.

26 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას”-ს თანამშრომელი იყო, რომელიც XVI მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში სხვა თანამშრომლებთან ერთად გარკვეულ სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც  დენმა დაარტყა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარისთვის “ინფო რუსთავი” კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს დაუკავშირდა სადაც გაგვიცხადეს, რომ: “საკაბელო ხაზზე მუშაობის დროს სამწუხაროდ გარდაიცვალა რუსთავის მომსახურების ცენტრის ელექტრიკოსი. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია რომელიც გაარკვევს, რა გარემოებაში მოხდა გარდაცვალება. კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს და თანამშრომლებს”.

ინფო რუსთავი