თეთრიწყაროში მამაკაცს თევზაობისას დენმა დაარტყა და მოკლა

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული, როდესაც შემთხვევა მოხდა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.