რუსთავში 45 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლა

რუსთავში 45 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და მოკლარუსთავში, 45 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცი, მესხიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც მას დენმა დაარტყა, რაც სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი გახდა.

“სასწრაფომ უკვე შემოიყვანა გვამი, შუახნის მამაკაცი, პაციენტს მიღებული აქვს ელექტროტრავმა, ელექტროშოკით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, სავარაუდოდ პაციენტი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შემოყვანილი იქნება ჩვენს კლინიკაში”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” ექიმმა მარინა კავთუაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.