ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა – ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

ფოთში 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა - ბავშვი თბილისში გადაიყვანეს9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, შესაბამისი პროფილის კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა იყო მძიმე.

„112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 9 წლის მოზარდი, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შოკი, სხეულის მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობითი დაზიანება, სხეულის 60%-ის დაზიანებით, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ჩაუტარდა ყველა საჭირო მკურნალობა, კვლევა და სასწრაფო წესით გარეფერალდა თბილისის შესაბამისი პროფილის კლინიკაში,“- აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექისის 118-ე მუხლით დაიწყო , რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იპნ