ჭდე: იაპონია

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

იშიკავას პრეფექტურის ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა. მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. უახლესი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე დიდი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც ოფიციალურად 15 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიწისძვრის შედეგად სხვა არაერთი ქალაქი და დასახლებაა დაზარალებული. დაახლოებით 33 000 ოჯახმა გასული ღამე ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, […]

იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს

იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ცუგარუს სრუტეში, ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში 4 რუსული ხომალდი დააფიქსირეს, რომლებსაც შესაძლოა უკრაინაში ჯარები მიჰყავდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დაზვერვის საჯარო ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში, რუსეთის მძიმე დანაკარგების გამო მათ შესაძლებელია მოუწიოთ სამხედრო ძალების მაშტაბური მობილიზება. ცუგარუს სრუტე აკავშირებს იაპონიის ზღვას წყნარ ოკეანესთან და […]

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. წინასწარი მონაცემებით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ სანაპიროსთან UTC-ს დროით 14:34 საათზე დაფიქსირდა, შემდეგ კი UTC-ს დროით 14:36 საათზე 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. პრაიმ ტაიმი

იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

იაპონიამ რუს და ბელარუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინა

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კიდევ 32 რუს და ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს აქტივები გაუყინა. სამინისტროს ინფორმაციით, იაპონია ასევე კრძალავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღჭურვილობის ექსპორტს რუსეთში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე იაპონურმა კომპანიამ, „ტოიოტამ“ სანქტ პეტერბურგში მდებარე ქარხანაში წარმოება შეაჩერა. „ნისანი“, „სუბარუ“ და „მიცუბიშ მოტორსი“ ასევე ემზადებიან რუსეთიდან საკუთარი თანამშრომლების გასაყვანად. იპნ

მიწისძვრა იაპონიაში – 13 ადამიანი დაშავდა

მიწისძვრა იაპონიაში - 13 ადამიანი დაშავდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუსიუს სანაპიროზე, 45 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება არ გამოცემულა. მიწისძვრამ ძლიერი რყევა გამოიწვია ოიტასა და მიაძაკის პრეფექტურებში. ვრცელდება ინფორმაცია შენობების, გზების, […]

იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სულ ცოტა, 8 ადამიანი დაშავდა 20 მარტს იაპონიაში მიწისძვრის შედეგად მიაგის და ივატეს პრეფექტურებში. ამის შესახებ რუსული მედია, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ამავდროულად მიწისძვრამ არ იმოქმედა ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე, რომლებიც ფუკუშიმას, მიაგისა და იბარაკის პრეფექტურებშია. იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, […]

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

13 თებერვალს იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ფუკუშიმასა და მიაგის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 124 ადამიანი დაშავდა. დაზარალებულების უმეტესობას ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოიშიჰიდე სუგას თქმით, მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტი არ დაზიანებულა. მისი თქმით, მიწისძვრას შესაძლოა განმეორებითი ბიძგები მოჰყვეს, რის გამოც ის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. იპნ

იაპონიაში ერთმანეთს 130 მანქანა შეეჯახა

იაპონიაში ერთმანეთს 130 მანქანა შეეჯახა

მასშტაბური ავარია იაპონიაში – მიაგის პრეფექტურაში ერთ-ერთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ინციდენტი ძლიერმა ქარბუქმა გამიწვია. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დიდითოვლობის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ქვეყანაში ნალექის გაორმაგებული რაოდენობა მოვიდა. რუსთავი 2

იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ტოკიოსთან ახლოს დაფიქსირდა. მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, ბიძგები რამდენიმე ქალაქში იგრძნობოდა. სტიქიას ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ შეუქმნია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა

იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შინზო აბემ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. „ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი პირობები, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა მოგვეხსნა. ვიმსჯელეთ და დავასკვენით, რომ ეს კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ“, – აღნიშნა აბემ. იაპონიამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, თუმცა მკაცრი ზომები შენარჩუნდა ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოშიც. […]