იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდასულ ცოტა, 8 ადამიანი დაშავდა 20 მარტს იაპონიაში მიწისძვრის შედეგად მიაგის და ივატეს პრეფექტურებში. ამის შესახებ რუსული მედია, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ამავდროულად მიწისძვრამ არ იმოქმედა ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე, რომლებიც ფუკუშიმას, მიაგისა და იბარაკის პრეფექტურებშია.

იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.