იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა13 თებერვალს იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ფუკუშიმასა და მიაგის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად 124 ადამიანი დაშავდა.

დაზარალებულების უმეტესობას ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოიშიჰიდე სუგას თქმით, მიწისძვრის შედეგად ატომური ობიექტი არ დაზიანებულა.

მისი თქმით, მიწისძვრას შესაძლოა განმეორებითი ბიძგები მოჰყვეს, რის გამოც ის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

იპნ