ჭდე: მოსკოვი

ტერაქტი მოსკოვში – Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო

ტერაქტი მოსკოვში - Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით,  Crocus City Hall-ში  ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო. ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს, ხოლო კიდევ ორი ასაფრენად ემზადება. შეგახსენებთ, შენობაში სროლა იყო,  რის შემდეგაც სავარაუდოდ აფეთქების გამო ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს 

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს 

მოსკოვში 1-ელ სექტემბერს ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტები მგზავრებისთვის დროებით დაიხურა, გადაიდო და გაუქმდა ათობით ფრენა. „მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში 32 ფრენა გადაიდო და 20 გაუქმდა“, – ვკითხულობთ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოგვიანებით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 61 ფრენა გადაიდო და 23 გაუქმდა. ამასთან, რუსული მედია სამი დიდი აეროპორტის მუშაობის […]

მოსკოვის ციხეში პატიმრების ბუნტი დაიწყო

მოსკოვის ციხეში პატიმრების ბუნტი დაიწყო

რუსული Telegram არხების ინფორმაციით,  მოსკოვის ციხეში პატიმრები  აჯანყდნენ.  უკვე არსებობს აუდიო მასალა, რომელშიც აჯანყებული პატიმრების ხმაური ისმის. „ბუტირკა” მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხეა, ის ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის დროს აშენდა და მასში სასჯელს იხდიდა თითქმის ყველა ცნობილი პატიმარი. გავრცელებული ინფორმაციით,  აჯანყებაა „ვოდნიკის” წინასწარი დაკავების იზოლატორშიც.  „ვაგნერელებმა” დაიწყეს როსტოვის ოლქში ციხეების აღება- პატიმრებს კი მოუწოდებენ,რომ მათ […]

მოსკოვში მასობრივი პროტესტი დაიწყო – ხალხი უკრაინასთან ომის წინააღმდეგია

მოსკოვში მასობრივი პროტესტი დაიწყო - ხალხი უკრაინასთან ომის წინააღმდეგია

მოსკოვში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო – ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ რუსეთის მოსახლეობა უკრაინასთან ომს აპროტესტებს. კადრებში ასევე ჩანს, რომ დემონსტრანტებს აქციის მიმდებარეთ, ქუჩაში მიმავალი მანქანებდანაც ამხნევებენ – საკუთარ პროტესტს მძღოლები ავტომობილის სიგნალებით გამოხატავენ. რუსთავი 2

მოსკოვში მამაკაცმა პირბადეზე უარი თქვა და 2 ადამიანი მოკლა

მოსკოვში მამაკაცმა პირბადეზე უარი თქვა და 2 ადამიანი მოკლა

მოსკოვში, მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს. „მრავალფუნქციურ ცენტრ „რიაზანსკში“ ტრაგედია მოხდა. სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სამი კი – დაშავდა. მკვლელი დაკავებულია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების დასახმარებლად,“- წერს მერი „ტვიტერში“. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბავშვია. ზოგიერთი მედია საშუალების ცნობით, მამაკაცმა […]

რუსთაველის თეატრი მოსკოვს მიემგზავრება

რობერტ სტურუა - "ამერიკელები ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ, მათგან სითხეს იღებენ და ახალგაზრდავდებიან"

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება. სახელმწიფო თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება. “ძალიან სასიხარულოა, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად”, – ამბობს რუსულ მედიასთან საუბარში რობერტ სტურუა. რუსთაველის თეატრში ოფიციალურ კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებენ.

ლაშა ტალახაძე მოსკოვში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე მოსკოვში ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა! ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ორჭიდს – ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა […]

ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს – “ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა”

ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს - "ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა"

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ აიყვანა. რუსული “დოჟდის” ცნობით, ის დაკავებულია.  ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე,  ნავალნიმ თქვა, რომ ის […]

ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მოსკოვში წავიდა – მან ოჯახიც წაიყვანა

ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მოსკოვში წავიდა - მან ოჯახიც წაიყვანა

მმართველი პარტიის უკვე ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ოჯახთან ერთად მოსკოვშია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კულუარების გავლენიანმა პირმა რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანა დატოვა. მამაცაშვილმა საქართველო მანამდე დატოვა, ვიდრე თავად ივანიშვილი გააკეთებდა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მედიაში პერმანენტულად ვრცელდებოდა „ოცნების“ უკვე დე ფაქტო ლიდერის დეიდაშვილის მოსკოვში ფარული ვიზიტების შესახებ. […]

მოსკოვი – “ლუგარის ლაბორატორია და დოკუმენტაცია მთლიანად უნდა გვაჩვენოთ!”

მოსკოვი - "ლუგარის ლაბორატორია და დოკუმენტაცია მთლიანად უნდა გვაჩვენოთ!"

საქართველოში ლუგარის ცენტრის მონახულებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ,- ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში საქართველოს საგარეო უწყების განცხადების საპასუხოდ, რომ მზად არიან, მოიწვიონ რუსი ექსპერტები ლაბორატორიაში. რუსეთი ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს. „სწორედ ასეთი ფორმატი მოგვცემდა საშუალებას უზრუნველვყოთ რეალური შემოწმება“ – აღნიშნულია […]