ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს – “ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა”

ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს - "ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა"ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ აიყვანა. რუსული “დოჟდის” ცნობით, ის დაკავებულია.  ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე,  ნავალნიმ თქვა, რომ ის მოხარულია, რომ დაბრუნდა სამშობლოში:

“ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა. არა მხოლოდ სიმართლე, სამართალიც ჩემ მხარესაა, იცით რომ ყველა საქმე ჩემ წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია.” – თქვა ნავალნიმ.
პოლიტიკოსმა ასევე თქვა, რომ თვითმფირნავის შეცვლილი მიმართულება და დაკეტილი აეროპორტი, კარგი დემონსტრირებაა იმისა, თუ რა ხდება რუსეთში დღეს – “საჭიროა ბრძოლა” – თქვა მან.

შეგახსენებთ, თვითმრინავი რომლითაც ნავალნი მგზავრობდა, რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება და საბოლოოდ არა ვნუკოვის, არამედ შერემეტიევოს აეროპოტში დაჯდა.

მთავარი