ლაშა ტალახაძე მოსკოვში ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე მოსკოვში ევროპის ჩემპიონი გახდაქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს – ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!