ჭდე: პაატა სალია

პაატა სალია – “მაია ასათიანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა, პროფილი მან თვითონ დახურა”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

მაია ასათიანის განცხადებას პროფილის დახურვის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა: “თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – “პროფილის” ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის “პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, […]

პაატა სალია რუსთავი 2-დან ჟურნალისტებს უშვებს – რა ხდება ტელეკომპანიაში

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ტაბულას მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ტელეკომპანიის დირექტორი პაატა სალია აწერს ხელს, რეორგანიზაციის მიზეზად “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა” დასახელებული. სტრუქტურული რეორგანიზაცია კომპანიაში დასაქმებული “ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციასაც” გულისხმობს, რაც თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. “10 აპრილამდე უნდა განხორციელდეს კომპანიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, გაუქმდეს […]

პაატა სალიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გასაჯაროებით ემუქრებიან

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პაატა სალიას პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დ ემუქრებიან. „ლიდერფუდის“ დამფუძნებელის ირაკლი დუმბაძის განცხადებით, მის ადვოკატს, პაატა სალიას, დავით ზეიკიძე პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. „მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე. ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების […]

პაატა სალია – ”ძალიან მალე დავბრუნდებით კურიერით”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. როგორც პაატა სალიამ განაცხადა, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს. „რუსთავი 2″-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად […]

პაატა სალია – “გვარამია რუსთავი 2-ის დანგრევას ცდილობს… მისი არხი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება”

პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა

„მთავარ არხს“ კონკურენტად ვერ აღვიქვამთ. გვარამია ცდილობს, თანამშრომლები მოატყუოს და „რუსთავი 2“ დაანგრიოს, რაც არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განუცხადა. როგორც სალია განმარტავს, „რუსთავი 2“ განახლებული სამაუწყებლო ბადით ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. „ვერ ვიტყოდი, რომ გვარამიას არხთან მიმართებაში ჩვენ რაიმე კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით. […]

პაატა სალია – ”საინფორმაციოს ახალი უფროსი ირაკლი იმნაიშვილი რუსთავი 2-ის 800 თანამშრომელს წარვუდგინეთ”

პაატა სალია - ”საინფორმაციოს ახალი უფროსი ირაკლი იმნაიშვილი რუსთავი 2-ის 800 თანამშრომელს წარვუდგინეთ”

“რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურისა და ფროდაქშენის ხელმძღვანელი ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი იქნება. განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გააკეთა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ბევრმა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა არხი. თუმცა, არხის მფლობელი მზად არის და რუსთავი 2-ის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციურ ფონზე მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. “ტელეკომპანიის კარი ღიაა პროფესიონალებისთვის, ვინც წლებია, მუშაობდა და ვისაც […]

გიორგი ლაფერაშვილი – „პაატა სალიას მოადგილეობას მთავაზობდნენ“

გიორგი ლაფერაშვილი - „პაატა სალიას მოადგილეობას მთავაზობდნენ“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა როგორ აფასებს რუსთავი 2-ში მიმდინარე პროცესებს, რით ხსნის იმას, რომ არხი დაახლოებით 2 კვირის დატოვებული ჰქონდა, მაგრამ პაატა სალიამ მაინც თქვა, რომ რუსთავი 2-დან ისიც გაუშვა და სად აპირებს კარიერის გაგრძელებას? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ რუსთავი 2-ის ყოფილი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი საუბრობს. _ შეაფასეთ ის გადაწყვეტილება, რაც […]

პაატა სალია 21:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

პაატა სალია - ”მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას და ანჯაფარიძეს სასამართლოში ვუჩივლებთ”

21:00 საათზე “რუსთავის 2” – ის გენერალური დირექტორი პაატა სალია, ტელეკომპანიიიდან ჟურნალისტების წასვლის შესახებ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

პაატა სალია – ”მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას და ანჯაფარიძეს სასამართლოში ვუჩივლებთ”

პაატა სალია - ”მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას და ანჯაფარიძეს სასამართლოში ვუჩივლებთ”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია მის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას აანონსებს. პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნოდარ მელაძის, გიორგი ლაფერაშვილის და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, გვარამიას საქმის მსგავსად სასამართლოში დავა მოუწევს კომპანიას. „მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რომელიც კომპანიას მიადგა […]

ნოდარ მელაძე – ”პაატა სალიამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა, რომ რუსთავი 2-დან მიშვებდა”

ნოდარ მელაძე - ”პაატა სალიამ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა, რომ რუსთავი 2-დან მიშვებდა”

რუსთავი 2-დან განთავისუფლებული ნოდარ მელაძის თქმით, მან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, თავად სალიასგან შეიტყო. „ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ. პირადად მე შევძელი შემენარჩუნებინა „კურიერი“ ისეთი, როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელად და არასრული 6 წელი „რუსთავი 2“-ში. ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო […]