ჭდე: სასაფლაო

რუსთავში სასაფლაოზე პირუტყვი გადადის

რუსთავში სასაფლაოზე პირუტყვი გადადის

“პირუტყვები გადმოდიან სასაფლაოებზე, ძირითადად ძროხები. ეს ბუშმალა მოწამლულია, მაგრამ მაინც მოდის და ჭამს. ამიტომ მაქვს შემოღობილი. სავსეა ეს ტერიტორია ხან ძროხაა და ხან ძაღლი”,- ამის შესახებ “ინფო რუსთავს” მუნიციპალურ სასაფლაოზე ერთ-ერთმა რუსთაველმა განუცხადა, რომელიც ოჯახის წევრის საფლავს აწესრიგებდა. მისი თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე ოთხფეხა ცხოველები დიდი პრობლემაა. ძირითადად საუბარია მსხვილ რქოსან საქონელზე, რომლებიც სასაფლაოზე არსებულ მწვანე ნარგავებს […]

ზესტაფონის სასაფლაოზე ირაკლი ღიბრაძე მოკლული იპოვეს

ზესტაფონის სასაფლაოზე ირაკლი ღიბრაძე მოკლული იპოვეს

30 აგვისტოს ზესტაფონში 32 წლის ირაკლი ღიბრაძე მამის საფლავზე  გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ. წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 300.000 ჰქონდა ვალი, საიდან მხოლოდ 100.000-ის  გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს. ახალგაზრდა […]

ხარაგაულში სასაფლაოზე გადაღებული ფოტოების ავტორები 2.000 ლარით დააჯარიმეს

ხარაგაულში სასაფლაოზე გადაღებული ფოტოების ავტორები 2.000 ლარით დააჯარიმეს

ხარაგაულში, სასაფლაოზე გადაღებული ფოტოების ავტორები 2.000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ირკვევა, რომ ფოტოები რეალურად შაბათს არის გადაღებული, ანუ მაშინ, როცა შეზღუდვები ჯერ კიდევ არ მოქმედებდა. როგორც დაჯარიმებულები “მთავართან” საუბარში ამბობენ, გადახდას არ აპირებენ, რადგან ჯარიმები უკანონოა. შსს-ში არ ადასტურებენ, რომ პოლიცია მოქალაქეებს ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოების გამო აჯარიმებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-მ სასფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით, […]

სასაფლაოზე შეზღუდვის დამრღვევი 2.000 ლარით დაჯარიმდება

3-12 მაისს სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2.000 ლარის ოდენობით. მათივე ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა […]

3-12 მაისს სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

3-12 მაისს სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება 3-12 მაისის ჩათვლით. რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

გურჯაანში საფლავები გაძარცვეს

გურჯაანში საფლავები გაძარცვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. მიმდინარე თვეში სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციების და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ფაქტი კომენდანტის საათის დროს მოხდა, რადგან დღისით საეჭვო არავინ შეუნიშნავთ. იპნ

სასაფლაოზე ექიმის მეუღლის ცხედარი ამოთხარეს, ფეხი ფეხზე გადაადებინეს და ასე დასვეს

სასაფლაოზე ექიმის მეუღლის ცხედარი ამოთხარეს, ფეხი ფეხზე გადაადებინეს და ასე დასვეს

საბერძნეთში, კალამატაში, უპრეცედენტო ვანდალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, 12, 15 და 21 წლის ბიჭები სასაფლაოზე დადიოდნენ და გარდაცვლილები საფლავებიდან ამოჰყავდათ, რადგან ეგონათ, რომ რაიმე ძვირფასი ნივთი ექნებოდათ ჩატანებული და გაძარცვავდნენ. სანახაობა კი, რომელსაც ისინი ტოვებდნენ, ენით აღუწერელია. ბოლოს მათ კალამატაში ცნობილი ექიმის მეუღლის საფლავი გატეხეს, ქალის ცხედარი ზემოთ ამოიტანეს, ფეხი-ფეხზე გადაადებინეს და სახით სასაფლაოსკენ დასვეს. […]

„ტრენაჟორები“ სასაფლაოზე – „სადაც არ უნდა ვიყოთ, ასე იზრუნებს ქალაქის მერია ჩვენზე“

„ტრენაჟორები“ სასაფლაოზე - „სადაც არ უნდა ვიყოთ, ასე იზრუნებს ქალაქის მერია ჩვენზე“

 ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: „სადაც არ უნდა ვიყოთ, ასე იზრუნებს ქალაქის მერია ჩვენზე“.

წყალტუბოში სასაფლაოზე მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოში სასაფლაოზე მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოში არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ი. ტ-ს სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტი ირაკლი შენგელია იცავდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ” […]