გურჯაანში საფლავები გაძარცვეს

გურჯაანში საფლავები გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. მიმდინარე თვეში სოფელ ჩუმლაყის სასაფლაოებიდან ალუმინის კონსტრუქციების და რკინის ჯებირების ქურდობის ეს უკვე მეორე შემთხვევა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქურდობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ტერიტორიას დაცვა აღარ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ფაქტი კომენდანტის საათის დროს მოხდა, რადგან დღისით საეჭვო არავინ შეუნიშნავთ.

იპნ