ზესტაფონის სასაფლაოზე ირაკლი ღიბრაძე მოკლული იპოვეს

ზესტაფონის სასაფლაოზე ირაკლი ღიბრაძე მოკლული იპოვეს30 აგვისტოს ზესტაფონში 32 წლის ირაკლი ღიბრაძე მამის საფლავზე  გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ,,მეგა ტვ”-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით ცეცხლსასროლი იარაღიც ეგდო. მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა ახლობლებს ამის არ სჯერათ.

წყაროს თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა კაცს 300.000 ჰქონდა ვალი, საიდან მხოლოდ 100.000-ის  გასტუმრება მოახერხა, რის გამოც ის შესაძლოა მოკლეს.

ახალგაზრდა მამაკაცს 20 წლის ორსული მეუღლე დარჩა, მათ რამდენიმე დღის წინ ბავშვის სქესის გაგების ცერემონია ჰქონდათ და გოგოს ელოდებოდნენ.

მეგა ტვ