წყალტუბოში სასაფლაოზე მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოში სასაფლაოზე მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდაწყალტუბოში არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ი. ტ-ს სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტი ირაკლი შენგელია იცავდა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის ფაქტს აღიარებს, თუმცა წაყენებულ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შემთხვევა წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში 2 დეკემბერს სასაფლაოზე მოხდა. გარდაცვლილი და მკვლეობაში ბრალდებული თანაკლასელები იყვნენ. მკვლელობა კი მათ შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
განათლების რესურსცენტრის მმართველი განმარტავს, რომ ბრალდებულს ერთი წელია მოსწავლის სტატუსი აღარ აქვს.