სასაფლაოზე ექიმის მეუღლის ცხედარი ამოთხარეს, ფეხი ფეხზე გადაადებინეს და ასე დასვეს

სასაფლაოზე ექიმის მეუღლის ცხედარი ამოთხარეს, ფეხი ფეხზე გადაადებინეს და ასე დასვესსაბერძნეთში, კალამატაში, უპრეცედენტო ვანდალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 12, 15 და 21 წლის ბიჭები სასაფლაოზე დადიოდნენ და გარდაცვლილები საფლავებიდან ამოჰყავდათ, რადგან ეგონათ, რომ რაიმე ძვირფასი ნივთი ექნებოდათ ჩატანებული და გაძარცვავდნენ.

სანახაობა კი, რომელსაც ისინი ტოვებდნენ, ენით აღუწერელია. ბოლოს მათ კალამატაში ცნობილი ექიმის მეუღლის საფლავი გატეხეს, ქალის ცხედარი ზემოთ ამოიტანეს, ფეხი-ფეხზე გადაადებინეს და სახით სასაფლაოსკენ დასვეს. ამავე დღეს გაქურდეს ხუთი სხვა საფლავიც.

პოლიციამ მათი იდენტიფიცირება სრულიად სხვა ძარცვის დროს შეძლო. 21 წლის ბოშა ყასაბის სახლში შეიჭრა, რომელმაც მისი შეჩერება მოახერხა და შემდეგ პოლიციაც გამოიძახა.

აღმოჩნდა, რომ მას კიდევ 11 სხვა ძარცვა ჰქონდა ჩადენილი, სახლებისა და მანქანების.

დაკავებული კალამატას პროკურატურაში გადაიყვანეს.

გეორგიანს გრ.